მთაწმინდაზე პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

09 ივნისი 2019, 11:03 3298 ნახვა

მთაწმინდაზე პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. 31-ვე საარჩევნო უბანი დროულად, დილის 08:00 საათზე გაიხსნა.  43 ათასზე მეტმა ადამიანმა არჩევანი, „ქართული ოცნების“ კანდიდატ ლადო კახაძესა და „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატ შალვა შავგულიძეს შორის უნდა გააკეთოს.

ცესკოს პრესსპიკერის ინფორმაციით, არჩევნებს #1 მაჟორიტარულ ოლქში დიდი რაოდენობის ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები, ორი საარჩევნო სუბიექტისა და მედიის წარმომადგენლები აკვირდებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში