4 დღე, ბათუმის რამდენიმე უბანში შუქი დილის საათებში გაითიშება - "ენერგო პრო ჯორჯია"

08 ივნისი 2019, 23:50 5577 ნახვა

"ენერგო პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ბათუმის რამდენიმე უბანში, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, აბონენტებს, დილის 5 საათიდან 9 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ.  

მიზეზეზად კომპანია, "მაღალი ძაბვის ქვესადგურ ,,ბათუმი 1“-ის რეკოსტრუქცია-რეაბილიტაციას ასახელებს. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნატქვამია, რომ მოძველებული მოწყობილობები გამოიცვლება ახალი, თანამედროვე ტიპის მოწყობილობებით.

"სამუშაოების პირველი ეტაპი 4 დღის განმავლობაში განხორციელდება და ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება დაბების - მახინჯაურის და ჩაქვის აბონენტებს, ასევე მიმდებარე სოფლებს, თამარის, ბარცხანის, ბონის და გოროდოკის დასახლებებს, ხელვაჩაურის რაიონის სოფლების: ორთაბათუმის, ყოროლისთავის, აგარას და კაპრეშუმის აბონენტებს. გეგმიური სამუშაოების დასრულების შემდეგ, გაიზრდება ბათუმის და აღნიშნული აბონენტების ენერგომომარაგების საიმედოობა" - წერია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში