მეეზოვე სტუდენტი

08 ივნისი 2019, 19:02 4446 ნახვა

გიორგი სტუდენტია,  იგი ყოველ დილის  4 საათზე იღვიძებს, ემზადება და მიდის იმისათვის, რომ მეეზოვედ იმუშაოს. ბულვარის დაგვა - დასუფთავებას 9 საათზე ასრულებს, იცვლის უნიფორმას და ებმება სასწავლო პროცესში.

მეეზოვის  საქმიანობა მას, უნივერსიტეტში სწავლის დასაფინანსებლად სჭირდება. გიორგი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი და მომავალი იურისტია.  პროფესია, საკუთარი თვისებებიდან გამომდინარე აირჩია, ახლა კი კიდევ ერთხელ უნდა სცადოს ბედი, ჩააბაროს ეროვნული  გამოცდა და მოიპოვოს გრანტი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი