უმაღლესი საბჭოს ჩაქვიდან ბათუმში გადატანა, პოლიტიკური დაპირისპირების საგანი ხდება. იდეა, რომელიც 7 წელია დღის წესრიგში დგას, ოპოზიციისთვის კომფორტის მოყვარული ხელისუფლების ახირებად მოინათლა, ქართულ ოცნებაში კი, ამომრჩევლებთან სიახლოვით ასაბუთებენ. მართალია, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა უკვე ცნობილია ის შენობა, რომელიც შესაძლოა რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს ადგილმონაცვლეობის შემთხვევაში, უმაღლესი საბჭოს საკუთრებაში გადავიდეს.
ლუკა ასათიანის №37-ში ახლა ხელოვნების უნივერსიტეტი ფუნქციონირებს, რომელმაც ასევე უნდა შეიცვალოს ადგილსამყოფელი. როგორ და რა გათვლებით გადანაწილდა შენობები 2012 წელს, რა გარემოებები უძღოდა წინ ამ გადაწყვეტილებებს და რა შეფასებებს აკეთებენ, რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს გადატანის მომხრეები და მოწინააღმდეგეები 7 წლის შემდეგ.