ხვალ მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების მეორე ტურია

08 ივნისი 2019, 15:40 2667 ნახვა

პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურში მთაწმინდაზე, 31 უბანი გაიხსნება. რეგისტრირებულია 43 909 ამომრჩეველი. არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩევლები ხმას აძლევენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის გაიხსნა 19 მაისის არჩევნებისთვის და სადაც ამომრჩევლებმა პირველ ტურში უკვე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა.

9 ივნისის არჩევნებში მონაწილეობს ორი კანდიდატი: #13 შალვა შავგულიძე და #41 ვლადიმერ კახაძე. ხვალ ამომრჩევლები პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად ერთ საარჩევნო ბიულეტენს მიიღებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში