ქართველი ოლიმპიელების შედეგები

21 აგვისტო 2016, 00:00 2820 ნახვა

დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე რიოს ოლიმპიადაზე ნახევარფინალში დამარცხდა. ოდიკაძე ნახევარფინალში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, ამერიკელ, ფრედერიკ კაილ სნაიდერს დაუპირისპირდა და ანგარიშით 4:9 დამარცხდა. ოდიკაძე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. მანამდე მეოთხედფინალში ოდიკაძე ყახაზეთის წარმომადგენელ მამედ იბრაგიმოვს შეხვდა და მოუგო. დღესვე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ზურაბ იაკობიშვილი, ოლიმპიადაზე მეოთხედფინალში დამარცხდა. იაკობიშვილი იტალიელ ფრანკ მარკეს ჩამიზოს დაუპირისპირდა და დამარცხდა. იმ შემთხვევაში, თუ ჩამიზო ფინალში გავა, იაკობიშვილს რეპეშაჟში გადასვლის შანსი აქვს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი