ამ წუთებში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა იწყება

07 ივნისი 2019, 15:15 1099 ნახვა

ამ  წუთებში იუსტიციის უმაღლეს  საბჭოში სხდომა იწყება. დღეს გაირკვევა, ვის დაარეგისტრირებს საბჭო  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში კანდიდატად. საბჭოს წევრები დღეს კენჭისყრით  გადაწყვეტენ რომელი კანდიდატის დოკუმენტაცია  აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

უზენაეს სასამართლოში 20 პოზიციაა ვაკანტური. მოსამართლეებს  პირველად უვადოდ აირჩევენ. კონკურსში მონაწილეობის სურვილი 144-მა კანდიდატმა გამოთქვა.  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ორგანიზაციის წევრები, სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე დააკვირდებიან.  ომბუდსმენის  აპარატის ინფორმაციით, საერთაშორისო ორგანიზაციებმა მზაობა წერილობით დააფიქსირეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში