18 წლის გოგოს თვითმკვლელობას, ოჯახი სავარაუდო შანტაჟს და ძალადობას უკავშირებს

07 ივნისი 2019, 11:08 9806 ნახვა

ბათუმში, 6 ივნისს, 18 წლის გოგომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. პოლიცია გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აწარმოებს. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ შესაძლოა, ახალგაზრდა ქალი თვითმკვლელობის გადაწყვეტილებამდე შანტაჟის შედეგად მისულიყო.  

ოჯახის წევრებს, შანტაჟსა და შესაძლო ძალადობაზე ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც 18 წლის გოგოს წერილი იპოვეს. სადაც წერია - მკვლელი ნ... 

გარდაცვლილის დედა არც ძალადობის ფაქტს გამორიცხავს. ოჯახმა გამოძიებას უკვე გადასცა წერილი და გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მობილური ტელეფონი. ოჯახი ვარაუდობს, რომ ესაძლოა, გოგოს მეგობარს დაეშანტაჟებინა.  

გარდაცვლილის დედა სამართალდამცველებს დროულ და ობიექტურ გამოძიებას სთხოვს. უბედური შემთხვევა ბათუმში გუშინ მოხდა.

18 წლის ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 - ე მუხლით დაიწყო. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში