ტექდათვალიერებისთვის მძღოლებმა 16 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს  

06 ივნისი 2019, 12:14 2452 ნახვა

2018 წლიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით, ტექნიკური ინსპექტირება 232, 470 ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა. დახარვეზდა 114, 830-ი ავტომოილი. ხოლო, ტექინსპექტირება  117,640-მა ავტომობილმა გაიარა  - მონაცემებს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) აქვეყნებს. 

დახარვეზებული 114, 840 ავტომობილიდან განმეორებითი ტექინსპექტირებისთვის შემოწმების პუნქტებს 80 999 ავტომობილის მძღოლმა მიმართა, საიდანაც 4,330-ი მანქანა კვლავ დახარვეზდა,  76, 669 კი შემოწმება გაიარა.

დამუშავებული მონაცემების საფუძველზე ორგანიზაციაში ამბობენ, რომ  ავტომობილის მფლობელების დიდი ნაწილისთვის, პირველადი ინსპექტირება საკუთარი ავტომობილის პრობლემების იდენტიფიცირების საშუალება იყო და მათმა უმეტესობამ განმეორებითი ეტაპისთვის ხარვეზები აღმოფხვრა.

IDFI-ში მიიჩნევენ, რომ ათი და მეტი წლოვანების ავტომობილები, ჰაერის დაბინძურების მხრივ განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენენ. ამასვე მოწმობს ის გარემოებაც, რომ 2009 წლამდე გამოშვებული ავტომობილების მხოლოდ 59% მა პროცენტმა გაიარა ტექნიკური ინსპექტირება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო  დახარვეზების საფუძვლებს არ აღრიცხავს, რაც "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში“ აზრით,  პრინციპულად ეწინააღმდეგება ტექნიკური ინპექტირების მიზანს - გარემოზე მავნე ზეგავლენის შემცირების კუთხით. 

"ვერ ხდება იდენტიფიცირება თუ რა პრობლემის გამო ვერ გადიან ავტომობილები ტექნიკურ ინსპექტირებას. შესაბამისად, ვერ მოხდება შეფასება, რამდენად აისახება ტექნიკური ინსპექტირების ვალდებულება ჰარის დაბინძურებაზე და გამოიწვევს თუ არა ეს პროცესი გაუმჯობესებას გარემოს დაცვის მიმართულებით" - ამბობენ ორგანიზაციაში.

IDFI- ის ინფორმაციით, ავტომობილების მფლობელებმა პირველად ინსპექტირებაში ჯამში 16 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს.  

ლანა ძაძამია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში