აჭარის 2019 წლის ბიუჯეტი  20 მილიონი ლარით იზრდება

05 ივნისი 2019, 18:00 1315 ნახვა

აჭარის 2019 წლის ბიუჯეტი  20 მილიონი ლარით იზრდება ამ თანხიდან 4 მილიონი ოცნების ქალაქში საცხოვრებელი კორპუსების   მშენებლობას მოხმარდება, ხოლო სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის  ბიუჯეტი , რომელიც სამინისტროს გამოეყო  მილიონ შვიდასი ათასი ლარი იქნება.  

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისაა და რადიოს მრჩველთა საბჭოს ანგარიშს ივნისში მოუსმენენ, უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე ზუსტი თარიღი არ დაუსახელებიათ, თუმცა განაცხადეს, რომ იგი ბიუროს მომდევნო სხდომაზე გახდება ცნობილი.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი