გადასახადების ნაწილში 81%-ით, ხოლო შემოსულობების ნაწილში 85%-ზე მეტით შესრულდა ბიუჯეტი პირველ კვარტალში ქობულეთში

04 ივნისი 2019, 18:18 1197 ნახვა

გადასახადების ნაწილში 81%-ით, ხოლო შემოსულობების ნაწილში 85%-ზე მეტით შესრულდა ბიუჯეტი პირველ კვარტალში ქობულეთში. როგორც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა განაცხადა, ამ პერიოდში შესრულდა ყველა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ღონისძიება და ამ ნაწილშიც გამოყოფილი თანხა თვითმმართველობამ 100-%-ით აითვისა.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გათვალისწინებული ეს საკითხი დეპუტატებმა  ცნობად მიიღეს. ასევე უმრავლესობის გადაწყვეტილებით დადგინდა საიჯარო გადასახადი ქობულეთში არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე. ზაფხულის სეზონზე მცირე მეწარმეებისთვის კვადრატული მეტრის ფასი 70 -დან 180 ლარამდე მერყეობს. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი