''დღეს ხარობს ცა და ქვეყანა, ჩვენ თაყვანს ვცემთ წმინდა ნინოს'' - ილია მეორე

01 ივნისი 2019, 21:10 1301 ნახვა

დღეს ხარობს ცა და ქვეყანა, ჩვენ თაყვანს ვცემთ წმინდა ნინოს - აღნიშნა ქადაგებისას საქართველოს -კათოლიკოს პატრიარქმა. წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესთან დაკავშირებით, ილია მეორემ საზეიმო წირვა-ლოცვა სიონის ტაძარში აღავლინა და იქადაგა. ჩვენს ქვეყანაში  ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადება სწორედ წმინდა ნინოს უკავშირდება.

ქრისტიანობის მქადაგებელ კაბადოკიელ ქალწულის დიდი დამსახურების გამო, მართლმადიდებელი ეკლესია ქართველთა განმანათლებლად და მოციქულთა სწორად მიიჩნევს. მოციქულთა სწორი ქალწული საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას თან ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ჰქონდა.  წმიდანის ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. ამ დროს სამეფო ტახტზე მეფე მირიანი და დედოფალ ნანა იყვნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში