მიხეილ ბოლქვაძე ხელვაჩაურის მერის კაბინეტში მჯდომარე აქციას მართავს

31 მაისი 2019, 18:42 2426 ნახვა

ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან მიხეილ ბოლქვაძე ხელვაჩაურის მერის კაბინეტში მჯდომარე აქციას მართავს. მისი განცხადებით, ბოლო ხუთ წელიწადში ხელვაჩაურში 15 მილიონი ლარი დაიხარჯა წყლის სისტემების რეაბილიტაციაზე.

მიუხედავად ამისა სოფლების დიდი ნაწილის, განსაკუთრებით ახალშენისა და ორთაბათუმის თემებს  სასმელი წყალი არ მიეწოდებათ.  მისი თქმით ხელისუფლებამ თანხები გაფლანგა. ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ბოლქვაძე ცრუობს. წყლის სისტემა მოწესრიგებულია, მაგრამ წყლის დებეტი მნიშვნელოვნად შემცირებულია და ამიტომ იძულებულები გახდნენ,რომ მოსახლეობას სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდოს.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი