ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული ნებართვა პროცედურული დარღვევებით არის გაცემული და დოკუმენტი გაუქმებულია, ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.ხოლო დოკუმენტის გამცემი ზედამხეველობის საბჭოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გათავისუფლებულია.
მინისტრმა ანაკლიის პორტის მშენებელ კომპანიასაც მიმართა, რადგან სწორედ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ გაავრცელა განცხადება სწორედ ამ გაცემული ნებართვის შესახებ, რომ თუ მთავრობა რეაგირებას არ მოახდენდა, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდებოდა.