აქტივისტის ვიდეო - მიმართვა

20 აგვისტო 2016, 00:00 3474 ნახვა

მოძრაობა ''თეთრი  ხმაურის” აქტივისტი  პაატა  საბელაშვილი, რომელიც  გუშინ გვიან ღამით პოლიციამ  ბათუმში, კლუბ “გეითთან”  დააკავა, პოლიციას  ძალადობასა  და  შანტაჟში  ადანაშაულებს. ვიდეო- მიმართვაში, რომელიც მან სოციალურ  ქსელში  გაავრცელა, ყვება თუ როგორ მოხდა მისი  და მისი მეგობრის დაკავება, ნარკოლოგიურ შემოწმებაზე იძულებით  გადაყვანა. საბელაშვილი ამბობს, რომ  პოლიციის მხრიდან  ადგილი ჰქონდა  დაშინებასაც, პოლიცია მათ დაანონსებული  აქციის  შესახებ მიანიშნებდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში პაატა საბელაშვილის დაკავების ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ იგი სისხლის სამართლის კოდექსის 166- და 173-ე მუხლების საფუძველზე აიყვანეს, რაც პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.   

მარი ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში