მსხვილი გაჭიანურებული ინფრასტრუქტურული პროექტები აჭარაში 

28 მაისი 2019, 18:16 2019 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“დაინტერესდა, როგორ ხორციელდება აჭარის რეგიონში სხვადასხვა დროს დაანონსებული ინფრასტრუქტურული პროექტები. ორგანიზაციამ ღია წყაროებსა და საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, დაადგინა, რომ  ხუთი შესწავლილი ობიექტიდან ორის მშენებლობა ჯერ კიდევ 2012-2013 წლებში დაიწყო, თუმცა დაპირებების მიუხედავად, არცერთი მათგანი ექსპლუატაციაში მიღებული არ არის.  გაჭიანურებულ  ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის დასახელდა  ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, საფეხბურთო სტადიონი, ქობულეთის სასპორტო კომპლექსი, საზაფხულო თეატრი მახუნცეთში და ქობულეთის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტის ახალი შენობა.

კვლევის შინაარს არ ეთანხმებიან  იმ უწყებების წარმომადგენლები, რომელთა დაქვემდებარებაშიცაა აღნიშნული ობიექტები  და მათი ნაწილი  პროექტების მშენებლობის გაჭიანურების მიზეზებზე საუბრობს.   ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ  ხელისუფლებამ უფრო მკაცრად უნდა აკონტროლოს იმ ორგანიზაციების მიერ შესრულებული სამუშაოები, რომლებთანაც  ხელშეკრულებები ფორმდება. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი