საავტორო კინოს ბათუმის მეთოთხმეტე საერთაშორისო ფესტივალი ბიაფი 15-22 სექტემბერს გაიმართება. ბიაფზე წელსაც ტრადიციულად აჩვენებენ საკონკურსო და არასაკონკურსო ფილმებს.
წარმოდგენილი იქნება 40 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი 30-35 ქვეყნიდან. საკონკურსო ნაწილი სექციებად გაიმართება. გაიმართება მასტერკლასები და ვორქშოპები. ფილმების ჩვენების ძირითადი ლოკაცია, კინოთეატრი “აპოლო” იქნება.