ჩვენი ერთმანეთის ლანძღვა, ორი კახპა ქალის ურთიერთობას მაგონებს - აკაკი ბობოხიძე ''ქართულ ოცნებას''

28 მაისი 2019, 14:47 3127 ნახვა

„ორი კახპა, ბოზი ქალის ურთიერთობას მაგონებს ჩვენი ერთმანეთის ლანძღვა. აქედან ჩვენ გლანძღავთ, იქიდან თქვენ გვლანძღავთ, რომელი უფრო უარესია. ამ დროს კი საქართველო იჭყლიტება“ - განცხადება პარლამენტის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა გააკეთა. აკაკი ბობოხიძემ ასე „ქართული ოცნების“ წევრებს მიმართა.

გამოსვლას წინ დავით მათიკაშვილისა და კარლო კოპალიანის განცხადებები უძღოდა, დეპუტატებმა მთაწმინდის ოლქში „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატი, შალვა შავგულიძე გააკრიტიკეს. 

ბობოხიძის სიტყვით გამოსვლას სხდომათა დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

''კახპად არ ვთვლი თავს“ - მიმართა კარლო კოპალიანმა ოპოზიციონერ დეპუტატს.  

სხდომის წამყვანმა, თამარ ჩუგოშვილმა ბობოხიძეს ეთიკური განცხადებების გაკეთებისკენ მოუწოდა, პარლამენტარ გიგა ბოკერიას კი, რომელიც ხმაურიან განცხადებებს აკეთებდა, დარბაზის დატოვება სთხოვა. 

''სირცხვილია კოლეგებო, სირცხვილია, როგორც ახლა თქვენ იქცევით, პირველ რიგში ბოდიში უნდა მოუხადოთ ქართველ ხალხს და მაყურებელს. ხმას დაუწიეთ და დატოვეთ დარბაზი'' - უთხრა ჩუგოშვილმა დეპუტატებს. 

სხდომა „ევროპულმა საქართველოს“ წევრებმა დატოვეს, თუმცა თქვეს, რომ ისინი დარბაზიდან გასვლას მაინც გეგმავდნენ და ეს ჩუგოშვილის თხოვნით არ გაუკეთებიათ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში