მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობას აზერბაიჯანთან თავის კავშირების გამოყენებას სთავაზობს

28 მაისი 2019, 13:17 2733 ნახვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი დავით გარეჯის საკითხზე "ქართულ ოცნებას'' შუამავლობას სთავაზობს. მიხეილ სააკაშვილმა შეთავაზება, მმართველ გუნდს სოციალური ქსელით გაუკეთა. 

მზად ვარ, ამ მთავრობის პირობებშიც კი ჩავერთო მოლაპარაკებებში, რადგან მე მაქვს კავშირები აზერბაიჯანში - გაანაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. "მზად ვარ, გარეჯის თემაზე ვიყო შუამავალი და გადავწყვიტო ეს საკითხი ჩემი თანამდებობის არქონის პირობებშიც კი იმიტომ, რომ ესენი არაფრის გადამწყვეტები არ არიან,” – ამბობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

მიხეილ სააკაშვილი დავითგარეჯში შექმნილი კრიზისის გამო, საქართველოს ხელისუფლებას სდებს ბრალს და ამბობს, რომ  აზერბაიჯანთან მისი პრეზიდენტობის დროს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, რადგან არაფერს სთხოვდა ის მეზობელი ქვეყანას "საკუთარი ჯიბისთვის". ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილი და ოლიგარქის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი, პირადი სარგებლის გამო, აზერბაიჯანს ფულს სთხოვენ. სწორედ ამიტომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილს პატივს არ სცემს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში