დავით გარეჯთან ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მონიტორინგს ერთობლივად ახორციელებენ

28 მაისი 2019, 13:23 1824 ნახვა

დავით გარეჯის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქა სადაც დღეს სასულიერო პირები და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ, ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები არიან მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე არსებული ვითარების მონიტორინგს ერთობლივად უწევენ.

''ჩვენ აქ ვართ, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება დავიცვათ'' - უთხრა ჟურნალისტებს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილემ.

თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეების აყვანა ეტაპობრივად მოხდება.

„აქ შეკრებილ ხალხს ჩიჩხიტურის კოშკთან ასვლის საშუალება ექნება. ჩვენ უზრუნველვყოფთ ეტაპობრივად მოვახდინოთ ამ ხალხის აყვანა. რამდენიმე ადამიანს ავიყვანთ ორგანიზებულად, შემდეგ ისინი რომ ჩამოვლენ, მეორე ეტაპი ავა“, – განაცხადა სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილემ პირველ არხთან. 

დღეს, 28 მაისს, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აქცია "გარეჯი საქართველოა და კავკასია ჩვენი სახლია" გაიმართება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში