“ცხოვრების სტილი” - წლევანდელი პრინტ-ფესტივალის თემაა. ვინაიდან საქართველოში ხელით ბეჭდვა აღარ არის მომგებიანი და პოპულარული მიმართულება, ფესტივალის კონცეფციად სწორედ ბეჭდვითი მედიის, როგორც თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის სტიმულირება იქცა. დასკვნითი ექსპოზიცია თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გუშინ მოეწყო და ქართველი, ამერიკელი, ბრიტანელი და სომეხი არტისტების პრინტები გამოიფინა.