ხვალ გარეჯში სასულიერო პირების და საზოგადოებრივი ჯგუფების საპროტესტო აქცია სახელწოდებით "გარეჯი საქართველოა და კავკასია ჩვენი სახლია" იგეგმება. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია ქართული, აზერბაიჯანული და სომხური დროშების თანხლებით ჩატარდება. გარეჯელი სასულიერო პირების განცხადებით, ეს აქცია მიმართულია იმისკენ, რომ ყველაფერის დიალოგის ენით მოგვარდეს.
დავით გარეჯის ტერიტორიაზე გუშინ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სასულიერო პირებისა და მოქალაქეების ნაწილმა აღნიშნეს. ბოლო 5 დღის განმავლობაში, დავით გარეჯში აზერბაიჯანელები გზის გასაყვან სამუშაოებს აწარმოებდნენ. აღდგომის დღესასწაულამდე დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა დაიკეტა. გზა უდაბნოსკენ 2012 წლის მაისშიც ჩაიკეტა.