დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები აჭარის მაღალმთიანეთში

26 მაისი 2019, 21:00 1734 ნახვა

საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე წელი იზეიმეს აჭარის მაღალმთიანეთშიც, ხულოში ადგილობრივებმა დამოუკიდებლობის თემატიკაზე შექმნილი ლექსები წაიკითხეს. შესრულდა ფოლკლორული  და ქორეოგრაფიული ნომრები.  კონცერტში მონაწილეობა ადგილობრივმა ქორეოგრაფიულმა და მუსიკალურმა ანსამბლებმა მიიღეს. დაჯილდოვდნენ  მედალოსანი კურსდამთავრებულებიც.

26 მაისის აღნიშვნა, შუახევში ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული  გმირების მემორიალის ყვავილების შემკობით დაიწყეს და საზეიმო ღონისძიებით  გაგრძელდა. კონცერტში მონაწილეობა  ადგილობრივმა  ჯგუფებმა მიიღეს. ღონისძიებაში სახელოვნებო და სალოტბარო  სკოლებიც ჩაერთვნენ. მოეწყო სპორტული აქტივობებიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში