'' ის რაც დღეს მოხდა ეს არის რუსეთის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი გამოვლინება'' - ლადო მგალობლიშვილი

26 მაისი 2019, 16:28 1636 ნახვა

'' ის რაც დღეს მოხდა ეს არის რუსეთის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი გამოვლინება. ჩვენ გვახსოვს რამდენიმე თვის წინ ევროპის საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს დამახინჯებული რუკის გავრცელების მცდელობა. მაშინ მთავრობის თავმჯდომარემ გააკეთა ძალიან ზუსტი და ადეკვატური გამოვლინება. მათ აჩუქა საქართველოს რუკა და ამის შემდეგ ყველას უნდა ჰქონოდა მოლოდინი, რომ აჭარაში არ დაიშვებოდა არანაირი რუსული პროპაგანდა.

სამწუხაროდ მოხდა ძალიან სამარცხვინო ფაქტი დღეს და მე ახლა ვისმენდი წინა რესპოდენტის საუბარს, პრევენცია უნდა მომხდარიყოო, პრევენცია უნდა გაეკეთებინა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პირადად მინისტრს, რადგან ის იყო უშუალოდ პასუხისმგებელი, რადგან ვერც პრევენცია მოახდინა. ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ ახლანდელ შემთხვევაზე.

ახლა მოხდა ის, რომ განათლების სამინისტროს ორგანიზებით თუ მხარდაჭერით ხორციელდებოდა ეს დღევანდელი მსვლელობა აქ იყო რუსული დროშა, აქ იყო რუსული დელეგაცია და შესაბამისად სამინისტრო იმართება ერთპიროვნულად მინისტრის მიერ. ეს იყო უშუალოდ მინისტრის კომპეტენცია და სამწუხაროა რომ მინისტრმა ვერ მოახერხა სათანადო ზომების მიღება და შესაბამისად მივიღეთ ეს ძალიან სამარცხვინო ფაქტი ბათუმში, რომ დამოუკიდებლობის დღეზე, ვისგანაც დამოუკიდებლობა გამოვეყოფით ასე რომ ვთქვათ საბჭოთა კავშირი და საბჭოთა კავშირის მემკვიდრე ოკუპანტი ქვეყნის დროშები ჩვენს დამოუკიდებლობის დღეს. ეს რუსეთისთვის არის ძალიან კარგი ოპერაცია ასე რომ ვთქვათ. ჩვენთვის ეს იყო სამარცხვინო ფაქტი. მაგრამ მთავრობის თავმჯდომარემ მიიღო ძალიან ზუსტი და ეფექტური გადაწყვეტილება'' - განაცხადა ლადო მგალობლიშვილმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი