ბათუმში, ნიჟარაძის ქუჩაზე წუხელ რამდენიმე მაღაზია, აფთიაქი და სილამაზის სალონი გაქურდეს. დაზარალებულები ამბობენ, რომ წაღებულია სალაროებში დატოვებული ხურდა ფული. საკონდიტრო მაღაზიის მეპატრონეს მინის კარი დილით აგურით დახვდა ჩამტვრეული.
დაზარალებულებმა პოლიციას მიმართეს. შსს-მ გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო. უწყებაში ამბობენ, რომ დადგენილი არიან დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები. უწყების ინფორმაციით, ისინი არასრულწლოვნები არიან.