აჭარაში დისტანციური სწავლების კურსით 150 მსურველი სარგებლობს. პროექტი რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტში ხორციელდება, მოსარგებლეთა შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც არიან. დისტანციური სწავლების პროგრამა აჭარაში გასულ წელს დაიგეგმა.
სწავლების ეს ფორმა მსურველს საშუალებას აძლევს ინტერნეტის საშუალებით მიიღოს არაფორმალური განათლება. ორგანიზაცია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის" თავმჯდომარის განმარტებით, მომავალი წლიდან კურსდამთავრებულთა სერთიფიცირების პროცესი დაიწყება.