გაუფასურებული ლარი

25 მაისი 2019, 19:18 1680 ნახვა

ლარის კურსი ვარდნას, მოსახლეობა კი შფოთვას განაგრძობს. ეროვნული ვალუტა, დოლართან მიმართებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, სამი თეთრით გაუფასურდა. ექსპერტების პროგნოზები დამაიმედებელი არ არის, როგორც პოზიციები - თუ რა სჭირს ლარს. მათი ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ლარის კურსის ვარდნა ფასების ზრდას გამოიწვევს და მოსახლეობის მძიმე სოცილურ-ეკონომიკური მდგომარეობა, კიდევ უფრო გაუარესდება.

ამ პოზიციას ემიჯნება ეროვნული ბანკი. მისი პრეზიდენტი ირწმუნება, რომ  ეროვნული ვალუტის კურსის გაუარესებას ფასების ზრდასთან მცირე კავშირი აქვს, ეროვნულ ბანკს კი, საკმარისი ბერკეტები, რათა ფასების სტაბილურობა უზრუნველყოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში