დაკავება სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით

25 მაისი 2019, 12:33 2213 ნახვა
00:00
00:00

ცრუ ჩვენებისთვის, პოლიციამ 3 ადამიანი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, მოწმის სახით გამოკითხვის დროს, ცრუ ჩვენება მისცეს იმ პირთა სასამართლოებზე, რომლებსაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში - „ქურდული სამყაროს“ წევრობაში, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობასა და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერაში ედებათ ბრალი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში