სიონისა და რუსთავის შეხვედრაში არბიტრმა 4 ფეხბურთელი მოედნიდან გააძევა

24 მაისი 2019, 20:10 5977 ნახვა

დღეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეთხუთმეტე ტურის მატჩი გაიმართა ბოლნისში. ადგილობრივმა ‘’სიონმა’’ ‘’რუსთავი’’ მიიღო და მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა.
 

უხვგოლიანობის გარდა, მატჩში 1 წუთში 4 წითელი ბარათი იქნა ნაჩვენები. შეხვედრის 61-ე წუთზე ლუკა სილაგაძის გოლის შემდეგ მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს შორის ჩხუბი დაიწყო.

შეხვედრის არბიტრმა 64-ე წუთზე 4 ფეხბურთელი: ‘’სიონის’’ მხრიდან დავით თარგამაძე და ვილი ისიანი, ხოლო ‘’რუსთავიდან’’ ლუკა გადრანი და ლაშა ქოჩლაძე გააძევა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში