ნაცუ ბაშოს XIII სატურნირო დღეს, ტოჩინოშინი იაპონელ ასანოიამას დაუპირისპირდა და მეტოქე დოჰიოზე დასცა.
მსაჯის გადაწყვეტილებით ბრძოლა ქართველი სუმოისტის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა შიმპანებმა (მსაჯთა კომისია) გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და დიდხნიანი ბჭობის შემდეგ, მოგება იაპონელ მებრძოლს ჩაუთვალეს. შიმპანების გადაწყვეტილებით, ტოჩინოშინმა ტავარას მიღმა მანამდე დადგა ფეხი, სანამ ასანოიამა დაეცემოდა, თუმცა გულშემატკივრების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მსაჯთა კომისია შეცდა.
სუმოს ქართველი გულშემატკივრები შიმპანების გადაწყვეტილებით უკმაყოფილოები არიან, მათი დიდი ნაწილი პეტიციას უჭერს მხარს.
ქართულმა ონლაინ ტოტალიზატორებმა Betlive-მა და Crocobet-მა კი საკუთარ მომხმარებლებს, რომლებსაც ფსონი ტოჩინოშინის გამარჯვებაზე ჰქონდათ განთავსებული მოგებად ჩაუთვალა.
ასევე მომხმარებლებმა შექმნეს პეტიცია, სადაც ითხოვენ რომ ტოჩინოშინს დაუბრუნდეს ოძეკის წოდება.