შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში უცხო მოქალაქე დააკავეს, რომლის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 200 აბი ''სუბოქსინი“ იპოვეს.
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი აიყვანა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, თურქეთის მოქალაქეს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.