აშშ-ის კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

23 მაისი 2019, 21:00 907 ნახვა

აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი მიიღო - ამის შესახებ დრეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. დავით ზალკალიანის თქმით, ეს დასტურია იმისა, რომ  საქართველოს საკითხი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის დღის წესრიგში " მაღალ დონეზეა".

ინიციატივის ავტორები დემოკრატი და რესპუბლიკელი კონგრესმენები არიან. მხარდამჭერ აქტში საუბარია ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე, ასევე თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის მიმართულებით შესაძლებლობის განვითარებაზე.

ორპარტიულ აქტს, დრეს პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა. მამუკა ბახტაძის თქმით ფაქტია რომ  საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. საქართველოს მნიშვნელოვან როლზე საუბრობენ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობაშიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი