40 ათას 163 ლარი 6 მოსაცდელის რეაბილიტაციისთვის

23 მაისი 2019, 17:30 1327 ნახვა

40 ათას 163 ლარს დახარჯავს ქობულეთის მერია 6 მოსაცდელის რეაბილიტაციისა და ორი ახლის  მშენებლობისთვის.  მერის მოადგილე აცხადებს, რომ მოსაცდელები სხვადასხვა დროს მოქალაქეებმა დააზიანეს.  

ირკვევა, რომ მერიამ აქამდე ამ  დანაშაულისთვის  ვერც ერთი პირის იდენტიფიცირება ვერ მოახდინა, იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე მოსაცდელთან სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული.  

აღსანიშნავია, რომ თვითმმართველობამ დაზიანებული მოსაცდელები შარშანაც გაარემონტა, რისთვისაც  40 ათასი ლარი დახარჯა. სწორედ ამ გარემოების გამო ოპოზიცია  ბიუჯეტის არამიზნობრივ  ხარჯვაზე საუბრობს. ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ 2017 წელს მერიამ ამ პროექტისთვის ნახევარი მილიონი ლარი დახარჯა, თუმცა მის მოვლა პატრონობაზე პასუხისმგებლობას ვერ იღებს.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი