სოფლის მეურნეობის და მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამები - შეხვედრა მოსახლეობასთან

23 მაისი 2019, 18:02 1080 ნახვა

სოფლის მეურნეობის და მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის შესახებ მოსახლეობამ ინფორმაცია  ხელვაჩაურის მაჟორიტარის, პარლამენტის წევრის ილია ნაკაშიძისგან მოისმინა. დეპუტატის  თქმით,  არსებობს სახელმწიფო პროგრამები, რომელის შესახებაც ადგილობრივებს არ აქვთ ინფორმაცია და ვერ იღებენ სარგებელს. მოსახლეობამ შეხვედრაზე კითხვები მიწათსარგებლობის კუთხით დასვა.
 

პროგრამებში ჩასართავად ხშირად ერთ -ერთი პირობა მიწის საკუთრებაში ქონაა, სოფლად კი ბევრს ამ დრომდე რეგისტრაცია არ აქვთ. ილია ნაკაშიძის თქმით, მიწის რეფორმის დასრულების შემდეგ აღნიშნული პრობლემა მეტწილად მოგვარდება.

მოსახლეობამ დაბალპროცენტიანი სესხების აუცილებლობაზეც ისაუბრა. შეხვედრა მოსახლეობასთან ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერით განხორციელდა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი