რამდენიმე ასეულმა პენსიონერმა მასწავლებელმა გამოცდაზე გასვლის ნაცვლად, 2 წლის ხელფასი მოითხოვა და პროფესიას ტოვებს. განათლების სამინისტროს შეთავაზების მიხედვით, საპენსიო ასაკის მასწავლებლებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, ეძლევათ საშუალება, სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ხელფასი მიიღონ.
ასაკოვან პედაგოგებს უნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტიც, პენსიონერმა პედაგოგებმა რეგისტრაციის გასაუქმებლად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსებული განაცხადის ფორმა უნდა შეავსონ.