წლებია დახმარებას ითხოვს ოჯახი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაკლაკეთში. რვა წევრიანი ოჯახი, რომელსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს, სიძველით დაზიანებული სახლის საძირკვლის გამაგრების და სახურავის შეცვლის მოლოდინშია.
მიუხედავად არაერთი მათი სტატუსის და არსებული რეალობისა, ხულოს მერიაში აცხადებენ, რომ ოჯახი ვერ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს რომლითაც შესაბამის პროგრამაში უნდა ჩასვან. კომისია ამ ეტაპზე მხოლოდ სახურავის საკითხზე იმსჯელებს.