ბაღი, რომელიც სკოლის შენობაში ფუნქციონირებს. უკვე ხუთი წელია რაც ორთაბათუმის თემში საბავშვო ბაღს თავისი შენობა არ აქვს, მართალია გასულ წელს ბაღისთვის ახალი შენობა აშენდა, მაგრამ იგი ამ დრომდე არ ფუნქციონირებს.
ბაღში დასაქმებულთა ნაწილი მოვალეობას ვერ ასრულებს, რადგან სკოლის შენობაში 160 აღსაზრდელიდან ადგილის უქონლობის გამო მხოლოდ 90-მდე ბავშვი დადის. ხელვაჩაურის მერიაში აცხადებენ, რომ საბავშვო ბაღის ახალი შენობა ორშაბათს გაიხსნება. სრული დატვირთვით კი ბაღი ახალი სასწავლო წლიდან უნდა ამუშავდეს.