დაკავებულია პირი, რომელიც სოციალურად დაუცველების სახელზე საწარმოებს არეგისტრირებდა - საგამოძიებო სამსახური

21 მაისი 2019, 10:39 1895 ნახვა

საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენებისთვის ერთი პირი დააკავა, დანაშაულში შემჩნეული სხვა პირების დასადგენად კი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. 

გამოძიების ვერსიით,  ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, სოციალურად დაუცველი და სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის ნასამართლევი პირების სახელზე, 10-ზე მეტი საწარმო დაარეგისტრირა. საწარმოების საშუალებით, ჯართის ფიქტიურ შესყიდვები ხდებოდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან კი დამატებული ღირებულების გადასახადის უკანონო ჩათვლებს იღებდნენ.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უკანონოდ ჩათვლილი დამატებული ღირებულების გადასახადის 1 200 000 ლარს აღემატება. 

''უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სოციალურად დაუცველი და სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის ნასამართლევი პირების სახელზე, სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის გარეშე, საქართველოს მასშტაბით დაარეგისტრირა 10-ზე მეტი საწარმო, რომელთა საშუალებითაც ახორციელებდა ჯართის ფიქტიურ შესყიდვებს და გაწერებს, რა დროსაც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდებოდა დამატებული ღირებულების გადასახადის უკანონო ჩათვლების მიღება, რომლითაც შემდგომში იფარებოდა ბიუჯეტის მიმართ წარმოშობილი ვალდებულებები'' - წერია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს, 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი