ახლა კი კიდევ ერთი ტენდენცია, რომელსაც უკვე მოჰყვა ფართო გამოხმაურება - „ქართული ოცნების“ რიგითი წევრების შემდეგ, ახლა უკვე ლიდერები გადავიდნენ სექსისტურ განცხადებებზე. ქალთა მოძრაობა კიდევ ერთხელ ღიად გმობს სანდრა რულოვსის მიმართ გაკეთებულ შეფასებებს - იმას რაც ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა - ოცნების პოლიტიკურმა ლიდერმა რულოვსს ურჩია ქვეყნის ნაცვლად მეუღლეს მიხედოს.
დაგმობაზე მეტი იყო ოპოზიციონერ ხატია დეკანოიძის საპასუხო კომენტარი. ტენდენციას უარყოფენ მმართველ გუნდში - არადა ერთი რამ ფაქტია - ოპოზიციონერი ქალები ბოლო პერიოდში არაერთხელ გახდნენ მმართველი ძალის მხრიდან სექსისტური განცხადებების ადრესატები.