თბილისში, #51 საჯარო სკოლის მოსწავლეები, ერთმანეთს ცივი იარაღით დაუპირისპირდნენ - ინფორმაციას ტელეკომპანია რუსთავი ორი ავრცელებს.
მედიასაშუალებას თვითმხილველები ეუბნებიან, რომ სავარაუდოდ ბოლო ზარის შემდეგ, მოზარდები სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გავიდნენ და საქმეს არჩევდნენ, მათი ინფორმაციით ისინი მეზობლებმა გააშველეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ 112-ში შესულია შეტყობინება და სამართალდამცველები ადგილზე ცდილობენ ინფორმაციის გადამოწმებას.