NDI - მისაღებია თუ არა მთავრობის განაცხადი საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე

20 მაისი 2019, 12:19 1255 ნახვა

მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი? –„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ მორიგ კვლევას აქვეყნებს.

რესპონდენტების 77 % აცხადებს, რომ მისაღებია, მაშინ, როცა 2018 წლის დეკემბერში აღნიშნულ პროცესს მხარდაჭერას 83 %  უცხადებდა.ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება, 2019 წლის აპრილის გამოკითხვის შედეგებით, მიუღებელია 13 %-სთვის, მაშინ, როცა 2018 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 9 %-ს შეადგენდა.

რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერას ქალაქების მიხედვით, საქართველოს აღნიშნულ ორგანიზაციაში ინტეგრაციას თბილისში მცხოვრები გამოკითხულების 77 %-იანი მხარდაჭერა აქვს, სხვა დიდ ქალაქებში 78 %-იანი, პატარა ქალაქებში კი - 80 % უჭერს მხარს.  სოფლებში - 82 %, ეთნიკურად სომხურ დასახლებებში - 68 %, ეთნიკურად აზერბაიჯანულ დასახლებებში - 54 %.

კვლევის საველე სამუშაოები 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში იმ ქალაქებში ჩატარდა, რომელთა მოსახლეობა არის 40 ათასზე მეტი. ესენია: ბათუმი, ზუგდიდი, რუსთავი, ფოთი, გორი და ქუთაისი.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში