ვლადიმირ ზელენსკიმ ფიცი დადო 

20 მაისი 2019, 11:51 2526 ნახვა

ვლადიმირ ზელენსკი უკრაინის მეექვსე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა. უმაღლეს რადაში მან პრეზიდენტის ფიცი დადო.

ინაუგურაციის ცერემონიას მაღალი რანგის სტუმრები ესწრებიან, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ასევე უნგრეთისა და ბალტიის ქვეყნების პრეზიდენტები.

რადას სხდომათა დარბაზში უკრიანის ყოფილი პრეზიდენტები ლეონიდ კრავჩუკი, ვიქტორ იუშენკო და პეტრო პოროშენკოც იმყოფებიან.

მსახიობმა და შოუმენმა, 41 წლის ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების, მეორე ტურში გაიმარჯვა და ხმების 73,22 პროცენტი დააგროვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი