ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, 90% ევროპაში არ უმოგზაურია - NDI 

21 მაისი 2019, 11:11 2353 ნახვა

NDI-ის კვლევების მიხედვით, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებმა, ევროპის ქვეყნებში, ვიზის გარეშე მოგზაურობის უფლება მიიღეს, გამოკითხულთა 90% არ უსარგებლია. 

კვლევების მიხედვით, 2017 წლიდან დღემდე, ევროპაში მოგზაურობა ერთხელ გამოკითხულთა 5% შეძლო, ხოლო ტური რამდენჯერმე 3% დაგეგმა. 

აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი