გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებელი, მეცხრე საარჩევნო უბნიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ წაიყვანა. კომისიის წევრი შეუძლოდ გახდა. მედიკოსებმა მისი კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს. სავარაუდოდ, მას სტენოკარდიული შეტევა ჰქონდა.
ეს ის უბანია, სადაც ცოტა ხნის წინ, ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' დეპუტატი, თინა ბოკუჩავა არ შეუშვეს.
''რამდენადაც ვიცი გულის შეტევა დაემართა, სხვა არაფერი ცნობილი ამ დროისთვის'' - უთხრა ჟურნალისტებს დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ.