სასულიერო პირები უბანზე 3-5 წუთის განმავლობაში იყვნენ და პროცესს ხელი არ შეშლია - ცესკო

19 მაისი 2019, 20:06 2194 ნახვა

ზუგდიდში დღეს სამღვდელოების წარმომადგენლები, რამდენიმე უბანზე მივიდნენ, აკურთხეს და კომისიის წევრებს ზეთიც აცხეს. 

ქართული კანონმდებლობა არაუფლებამოსილი პირის საარჩევნო უბანზე ყოფნას არ ითვალისწინებს. 

ცესკოს პრეს-სპიკერის განცხადებით, მღვდელმსახურები უბნებზე დაახლოებით 3-5 წუთის განმავლობაში დარჩნენ და საარჩევნო პროცესს ხელი არ შეშლია.

ანა მიქელაძის ინფორმაციით, №3-ე საარჩევნო უბანზე სამღვდელოების წარმომადგენელი არ შეუშვეს.

''ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ კანონონდმებლობა არ ითვალისწინებს არაუფლებამოსილი პირის საარჩევნო უბანზე ყოფნას, რა მიზანიც არ უნდა ჰქონდეს მას. თუმცა დამატებითი ინფორმაციისთვის შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ფაქტები უბნებზე გაგრძელდა დაახლოებით 3-5 წუთი და საარჩევნო პროცესს ხელი არ შეშლია. ​მაგალითად, №3-ე საარჩევნო უბანზე არ შეუშვეს სამღვდელოების წარმომადგენელი, თუმცა №5-ე და №81-ე საარჩევნო უბნებზე სამღვდელოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ აკურთხეს უბანი და კომისიის წევრები'' - განაცხადა მიქელაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი