"ზოგადად, ხულოში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს არჩევნები" - სამართლიანი არჩევნები

19 მაისი 2019, 19:56 1688 ნახვა

"ზოგადად ხულოში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს არჩევნები" - ასეთია 7 საათისთვის, უბნების დახურვამდე ერთი საათით ადრე, "სამართლიანი არჩევნების" დასავლეთ საქართველოს კოორდინატორის, ​მადონა ბერიძის შეფასება.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან არასამთავრობო ორგანიზაციის წევრმა განმარტა, რომ მთლიანი სურათის დანახვა რთულია, რადგან მხოლოდ მობილური ჯგუფები მუშაობდნენ ხულოს მუნიციპალიტეტში, თუმცა მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, ზოგადად ხულოში მშვიდი ვითარება იყო. 

 "ძირითადად იყო პროცედურული სახის დარღვევები, რაზეც დავწერეთ საჩივრები. რიგი დარღვევების შემთხვევაში საარჩევნო კომისიის წევრებს მზაობა ჰქონდათ გამოესწოებინათ ვითარება, თუმცა დავწერეთ რიგი საჩივრებიც, სადაც კომისიების თავმჯდომარეების მიმართ დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრებას ვითხოვთ" - განაცხადა მადონა ბერიძემ. მისი თქმით,  პროცედურული დარღვევები არ აისახება არჩევნების შედეგებზე. 

ლაშა ზარგინავა
წამყვანი, რედაქტორი

ამავე კატეგორიაში