არჩევნები 2019 - მესამე სექტორის შეფასება

19 მაისი 2019, 18:25 1668 ნახვა

არჩვენების მიმდინარეობა შეაფასა მიხეილ ბენიძემ. „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის ინფორმაციით,  დამკვირვებლებს თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე ეძლევათ  მუშაობის საშუალება. მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ  ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, უბნების უმრავლესობაზე უბნის გახსნისა და კენჭისყრის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა, თუმცა გამოვლინდა ხარვეზებიც.

მათ შორის, მარნეულის N68-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვების შეზღუდვა, ზუგდიდის ორ უბანზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები დროულად არ დაუშვეს, ასევე ზუგდიდის ერთ-ერთ უბანზე ორგანიზაციის დამკვირვებელს ფოტო - ვიდეო გადაღების უფლება შეეზღუდა. ორგანიზაცია არჩევნების მონიტორინგს 240-მდე მოკლევადიანი დამკვირვებლისა და 10 მობილური ჯგუფის მეშვეობით თორმეტივე საარჩევნო ოლქში ახორციელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი