ზუგდიდში, #5 უბანზე სასულიერო პირებმა უბანი აკურთხე, საარჩევნო კომისიის წევრებს ზეთი აცხეს და კიდევ სხვა უბნების მოლოცვას გეგმავენ - ინფორმაციას და ფოტო მასალას livepress.ge ავრცელებს.
მედიასაშუალებასთან კომენტირებისას, დეკანოზი ფრიდონი 8 საათამდე კიდევ რამდენიმე უბანზე მისვლას გეგმავს. "ჩვენ გვევალება, რომ ხალხი ვაკურთხოთ" - განაცხადა დეკანოზმა.
კანონდმებლობის მიხედვით, საარჩევნო უბანზე, კომისიის წევრებისა და აკრედიტირებული დამკვირვებლების და მედიის გარდა, სხვა პირების შესვლა ნებადართული არ არის.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ინფორმაციას ცესკოსთან ამოწმებს.