ხვალიდან ნადირობის სეზონი იხსნება

19 აგვისტო 2016, 00:00 3068 ნახვა

ხვალიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი  იწყება. ნადირობა აკრძალულია სახელმწიფო ნაკრძალებში და ეროვნულ პარკებში. მათ გარშემო 500 მეტრის ზონაში ასევე ქალაქების ადმინისტრაციულ ზონებში, ნადირობის ობიექტების ცხოველთა ჩამონათვალს კიდევ ერთი ფრინველი დაემატა, ღალღა, ამ სახეობაზე ნადირობის ვადა განისაზღვრა აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე პერიოდში. ნადირობის მსურველებმა თან უნდა იქონიონ გადამფრენ ფრინველებზე დაწესებული მოსაკრებლის დამადასტურებელი ქვითარი და შსს შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დოკუმენტი. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში