presa.ge-ს დირექტორი გიორგი კაპანაძე დააკავეს. ის სამართალდამცველებმა ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე აიყვანეს.
შსს ინფორმაციით, ონლაინ მედიის ხელმძღვანელი წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე დააკავეს.
თვითმხილველების განცხადებით, კაპანაძე პოლიციის ავტომობილში ჩასვეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს.